Tag Archives: Georgian

Docs.com

კიდევ ერთი ახალი სერვისი მაიქროსოფტისგან მათთვის, ვისაც აქვს მაიქროსოფტის ანგარიში. ეს არის Docs.com. მაიქროსოფტის ამ ვებ-გვერდის საშუალებით შესაძლებელია საოფისე დოკუმენტების გამოქვეყნება ისე, რომ შეგეძლოთ ინტერნეტში მათი მონახვა და გაზიარება. მისი საშუალებით შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით PowerPoint, Word, Excel, ofice Mix da  PDF ფორმატის დოკუმენტების გამოქვეყნება, გაზიარება, ერთობლივი მუშაობა, თავდაპირველი სახით, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, დესკტოპზე ამ ვებ-გვერდიდან მასალის ჩამოტვირთვა.
ამ ვებ-გვერდის გამოყენება რომ დაიწყოთ, საჭიროა შებრძანდეთ Docs.com-ზე, გაიაროთ რეგისტრაცია თქვენი მაიქროსოფტის ანგარიშით (ვისაც გაქვთ ჩემი ტერენინგები გავლილი, ყველას გაქვთ მაიქროსოფტის ანგარიში გახსნილი :) ) და დაიწყოთ მუშაობა.… Visit the author's original post

Syllabus




სილაბუსის ამ გამზადებულ შაბლონს მაიქროსოფტი სთვაზობს მასწავლებლებს. მე მომეწონა და ამიტომ გიზიარებთ, იქნებ თქვენც გამოიყენოთ. სილაბუსს ორიგინალ ენაზეც( ინგლისური) ვდებ და ჩემ მიერ ნათარგმნსაც. მოყვარული " მოინგლისურე" :) ვარ და მაპატიეთ, თუ რამე სწორად ვერ ვთარგმნე. წარმატებებს გისურვებთ!

 

 ქართულ სკოლაზე მორგებული და მოდიფიცირებული :)

  Visit the author's original post

Skype Conference Call with Georgia and Russia



On the 8th, April a lesson of a national diplomacy and a unification of two countries of Russia and Georgia was hold in our school. This lesson became possible because of modern technology, such as Skype in the classroom.
Students in our school and a school of the city of Moscow prepared presentations about their countries, performed national dances and sang songs together and presented their national cuisines. This lesson-conference showed us how much in common our students have with their peers.
Visit the author's original post

Skype in the Russian lesson.

 დღეს გაიმართა ხიდი საქართველოსა და კაზახეთის მოსწავლეებს შორის.
ერთ-ერთ ვებინერზე, რომელიც ტარდებოდა Microsoft-ის განაათლების ექსპერტებისათვის,  გამომეხმაურა რუსულად მოლაპარაკე სერგეი პავლიჩკოვმა. გავეცანი, დავიმეგობრე ფეისბუქში. მოგვიანებით გამიჩნდა იდეა ერთობლივი გაკვეთილის ჩატარებისა, სადაც შეხვდებოდნენ ქუთაისის მოსწავლეები კაზახსტანის ბავშვებს. შევსთავაზე სერგეის Skype-ის მეშვეობით გაგვეცნო ერთმანეთისათვის თავი. ორივე ქვეყნის ბავშვებისთვის საერთო სალაპარაკო ენა აღმოჩნდა რუსული და ამიტომ გაკვეთილის მომზადება ვთხოვე რუსული ენის პედაგოგებს მ.ხონელიძეს და ნ.ქატამაძეს. ისინი დიდი სიამოვნებით ჩაერთვეს ამ პროექტში.
Today was the bridge between Georgia and Kazakhistan pupils.
Vebiner the one who held it to Microsoft Educator Experts, replied in Russian-speaking Sergeiy Pavlyuchkov.
Visit the author's original post

Skype in the chemistry lesson


      "ოქსიდები და საღებავები"

6 თებერვალს ჩემი და  "კრიტიკული მეგობარის" ქალბატონი ნანა ცერცვაძის მრავალჯერადი შეხვედრის შედეგად დავგეგმეთ და ჩავატარეთ სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმიისა და ხელოვნების დარგში. საგაკვეთილო პროცესში ჩართული იყვნენ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის 8ბ კლასის (პედ. მ.ისკაკოვა) და ნახშირღელეს საჯარო სკოლის 8 კლასის (პედაგოგი ნ.ცერცვაძე) მოსწავლეები. ჩართულობა განვახორციელეთ Skype-ის მეშვეობით.

სამოდელო გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის სხვადასხვა კათედრის პედაგოგები: მ.ხონელიძე, თ.ლაბაძე, ი.სოხაძე, ნ.მიგინეიშვილი, ხ.ჯინჭარაძე, თ.ქობულაძე.                                                                                                                                                              გაკვეთილის გეგემა
გაკვეთილის თემა იყო "საღებავები და ოქსიდები", შესაბამისად ის იყო ხელოვნებასთან ინტეგრირებული, რადგან მოსწავლეებს შეექმნას წარმოდგენა ქიმიის პრაქტიკული გამაყენების თვალსაზრისით.
Visit the author's original post

როგორ გამოვიყენოთ Sway სასწავლო მიზნებისთვის?




ვისაც მოგწყინდათ powerpoin პრეზენტაციებით თქვენი გაკვეთილების გამრავალფეროვნება და ეძებთ ახალ პროგრამას, ნამდვილად გაგიმართლათ. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Sway - პროგრამა უფასოა და მუშაობის დაწყებამდე არ საჭიროებს ჩამოქაჩვასა და დაინსტალირებას,  მუშაობს ყველა ბროუზერში და მოწყობილობაზე. Sway - ს დახმარებით უამრავი რამ შეიძლება გააკეთოს მასწავლებელმაც და მოსწავლემაც. ამ პროგრამის გაცნობის შემდეგ. კარგა ხანს ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა მისი სრულყოფილად გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. მის მთავარ პლუსად მიმაჩნია ის, რომ პროგრამის გამოყენება შეიძლება როგორც ერთი ვებ სივრცე, სადაც შეგიძლიათ, დაამატოთ სხვადასხვა  რესურსები, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეიტანოთ მასში ცვლილება, ამისთვის არ არის საჭირო ძველი რესურსის წაშლა და ახლის ატვირთვა, პროგრამა თავად ინახავს ყველა შეტანილ ცვლილებას, გამოქვეყნებული პრეზენტაცია ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერი მოწყობილობიდან.
Visit the author's original post

"Skype in the classroom"

როგორ მნიშვნელოვანია, როდესაც მასწავლებელი (პედაგოგი) არის სიახლის ძიებაში. სამი დღის განმავლობაში უნებლიეთ გავეცანი უამრავ უახლეს პროგრამას, რომელიც სასარგებლო იქნება სასწავლო პროცესის განვითარებისათვის. პროგრესი არ დგას!!! ტექნოლოგიები მუდმივად განვითარდება. იყო მომენტი, როდესაც მეგონა, რომ შევისწავლე ყველაფერი, შეიძლება მოხდეს მხოლოდ ძველის განახლება. მაგრამ სინამდვილემ დამიდასტურა საპირისპირო.
მე, როგორც Microsoft Innovative Educator, მასწავლებლების გლობალური გაერთიანებიდან მომდის პერიოდულად დავალებები, მიტარდება ონლაინ ჩართვები, კონფერენციები, გავდივარ პროფესიული განვითარების კურსებს, შესაბამისად მომიხდა სიახლეებთან შეხება. ვერ ვიტყვი, რომ ყველა პროგრამა მისაღებია ჩვენს სივრცეში, მაგრამ ბევრი საინტერესოა. ერთ-ერთ მათგანზე მინდა მოგიყვეთ დღეს.
Visit the author's original post

Sway

მინდა წარმოგიდგინოთ მაიქროსოფტის კიდევ ერთი ახალი საპრეზენტაციო პროგრამა Sway.






როგორ დავიწყოთ მუშაობა?
Sway არის ინტელექტუალური :) პროგრამა რომელიც გეხმარებათ თქვენი მასალების შეგროვებასა და შენახვაში და საშუალებას გაძლევთ თქვენი იდეების ვებ გვერდებზე გავრცელება-გაზიარებაში. ყველას შეგიძლიათ შექმნათ თქვენი Sway და დაამატოთ  სურათები, ტექსტები, დოკუმენტები და სხვა. ამისთვის საჭიროა გქონდეთ მაიქროსოფტის ექაუნთი, შეხვიდეთ ამ პროგრამის ოფიციალურ გვერდზე და მიჰყვეთ ინსტრუქციას. https://sway.com/

1. აჭერთ მწვანე ღილაკს: get started
2. ირჩევთ new

პირველი ისარი არის თქვენი Sway-ს სათაურის ადგილი, მეორე სატიტულო სლაიდის ფონის, მესამეზე დაწკაპუნებით კი ამატებთ შემდეგ სლაიდს

 აწკაპებთ სურათის ჩარჩოზე და მარცხენა გვერდზე გამოჩნდება დიალოგური ფანჯარა, საიდანაც შეგიძლიათ, რომ დაამატოთ სხვადასხვა  გვერდიდან ან თქვენი კომპიუტერიდან სურათები


ირჩევთ სასურველ სურათს და გადათრევით მიგაქვთ ჩარჩოში

შეგიძლიათ, ერთდროულად რამდენიმე სურათი მონიშნოთ და დაამატოთ ზედა პანელიდან add ჩანართით
შემდეგ აწკაპუნებთ სურათზე მითითებულ ღილაკზე და გამოვა სურათის , ტექსტის, მედია ფაილის დასამატებელი ბრძანებები, ირჩევთ სასურველს და ამატებთ



  1. პირველი არის სათაურის დასამატებელი
  2. მეორე არის ტექსტური არე
  3. მესამე სურათების დასამატებელი
  4. მეოთხე თქვენი კომპიუტერიდან პრეზენტაციებისა და ვიდეო ფაილების დასამატებელი
  5. მეხუთე სლაიდის დიზაინის შესაცვლელი
ასე ამატებთ სასურველ კონტენტებს და  ქმნით პრეზენტაციებს.
Visit the author's original post

OneNote class notebooks

მთელს მსოფლიოში გამოიყენება სასწავლო მიზნებისთვის მაიქროსოფტის კიდევ ერთი პროგრამა OneNote

მისი დახმარებით მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ:

  • ტექსტის, სურათების, ჩანაწერების, შენიშვნების, ცხრილების, მონახაზების, სქრინშოტების და ფაილების შენახვისა და გაზიარების. 
  • აღარ სჭირდებათ ფურცლები შენიშვნებისა და იდეების ჩასანიშნად, ქაღალდის ფურცელს ცვლიან OneNote-ს ელექტრონულ ფურცელზე 
  • OneNote-ს დახმარებით იღებენ ციფრულ საგანმანათლებლო გამოცდილებას 

რადგან ბევრ ქვეყანაში დიდი მოწონება გამოიწვია ამ პროგრამის ინტეგრირებამ სასწავლო პროცესში, მაიქროსოფტმა შეიმუშავა კონცეფცია OneNote საკლასო ნოუთბუქებისთვის. OneNote Class Notebook Creator პროგრამა ეხმარება მასწავლებელს სწრაფად მოაწყოს პერსონალური სამუშაო სივრცე სათითაო მოსწავლისთვის, შექმნას მოსწავლეთათვის დასარიგებელი მასალის ბიბლიოთეკა და თანამშრომლობითი გარემო მხოლოდ ერთი ნოუთბუქის საშუალებით ძალიან ადვილად.
Visit the author's original post

Microsoft Office 365



Microsoft Office 365გთავაზობთ მუშაობისა და თანამშრომლობის ახალ გზებს. მისი საშუალებით უადვილესია სწავლების პროცესის ადმინისტრირება. მისი დახმარებით გზავნით ელექტრონულ ფოსტას, ცვლით წერილებს, ქმნით კალენდარს, ახორციელებთ ვიდეოკონფერენციებს, საიმედოდ ინახავთ დოკუმენტებსა და ინფორმაციას ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას. Office 365-ის დახმარებით სწავლება მოსწავლეებსა და პედაგოგებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ ყველა ის ინსტრუმენტი, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ იყვნენ წარმატებულნი.  Office 365 გამოყენებით მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა ჩაატაროს ონლაინ მეცადინეობა, ჩაიწეროს გაკვეთილები, გააზიაროს ისინი ან სოციალურ ქსელებში, ან ავტონომიურ რეჟიმში. შესაძლებელია გაზიარებულ დოკუმენტებზე საერთო მუშაობა.
Visit the author's original post

Office Mix

Office Mix-ეს არის ახალი შემოთავაზება მაიქროსოფტისგან, რომელიც მასწავლებლის მუშაობას უფრო აადვილებს. მისი დახმარებით შესაძლებელია ინტერაქტიური გაკვეთილების შექმნა და გაზიარება. შესაძლებელია საკუთარი ისტორიის მოყოლა ხმით, ვიდეო რგოლით, ეკრანის ჩამწერით და სხვა ინტერაქტიური მაგიის დახმარებით. :) ეს არის PowerPoint-ის დამხმარე ხელსაწყო.Office Mix-ის დახმარებით შესაძლებელია ვიდეოს შექმნა ანიმაციების გამოყენებით, ანოტაციის დადება, სლაიდებზე გაკეთებული ჩანაწერებისა და ნახატების ჩაწერა, ტესტების დამატება და სხვა. სათითაო სლაიდის ანალიტიკური ანალიზი. მოსწავლეები მყისიერად ხედავენ ვიქტორინისა თუ ტესტების შედეგებს. მისი დახმარებით შესაძლებელია სწავლება ერთხელ და ყველგან, ასევე შესაძლებელია შექმნილი სასწავლო მასალის გაზიარება.
Visit the author's original post

Son‪gsmith



Spark creativity in your students, engage interest and enhance learning outcomes by creating and sharing music in the classroom with Songsmith. Songsmith generates musical accompaniment to anyone's voice and can help you teach music, mathematics, and many other items in new and innovative ways. Sometimes it helps children find their spark" is the most difficult part to promote learning; Songsmith is a great way to stimulate creativity.

Creating creative learning easy

Songsmith easy and fun to use. Just choose a musical style, sing into your computer's microphone, and Songsmith will create a protective music for you.
Visit the author's original post

ტრენინგი სკოლის განვითარების ჯგუფისათვის

ქუთაისის N 33 საჯარო სკოლაში ჩამოვაყალიბეთ სკოლის განვითარების ჯგუფი. ჯგუფში გაერთიანებულია საგნობრივი კათედრების მიერ არჩეული წარმომადგენლები. სკოლის განვითარების ჯგუფს ჩავუტარე ტრენინგი "ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა, მართვა და გამოყენება". ეს ხელს შეუწყობს შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებას  კათედრების  დანარჩენ წევრებს შორის.
1 დღე
სარეგისტრაციო ფურცელი
შესრულებული სამუშაო:
  1. რეგისტრაცია
  2. G Mail -ის ფოსტის შექმნა/გახსნა
  3. ბლოგის გახსნა/დათვალიერება
  4. ახალი შეტყობინების შექმნა/რედაქტირება; შენახვა/გამოქვეყნება
  5. შეტყობინების ტექსტის რედაქტირება, გაფორმება
  6. სურათის ჩასმა

  
26.10.2014 წ. მეორე დღე, სარეგისტრაციო ფურცელი
დღის გეგმა
  • საშინაო დავალების შემოწმება
  • ვიდეოს ჩასმა ვიდეო პოეტალიდან
  • ვიდეო ფაილების ატვირთვა ვიდეო პორტალზე
  • ვირტუალური საცავი Google Drive
  • საქაღალდეების შექმნა, ფაილების ატვირთვა
  • შეტყობინებაში ფაილის/დოლუკემტის ლინკების ჩასმა
  

Visit the author's original post